вторник, 13 сентября 2016 г.

ესე...

აგვისტოს ცხელი საღამო იდგა, როგორც ყოველთვის ისევ ცხელოდა, რაღაც უცნაურ გრძნობა მეუფლა გული რაღაცა ახალს ელოდა. საათმა დაკრა, ოთხი მაუწყა, მე ჩემს ოთახში მდუმარედ ვიჯექ, მე სასწაულის მუდამ მჯეროდა, გაშეშებული მე კართან ვიდექ. როცა ვიხილე გულს ამიჩქარდა, არ შევიმჩნიე თუმცა მიჭირდა, თავს ძალს ვატანდი რომ დამემალა, ბევრი ვეცადე და ეს მიღირდა. სამი დღის შემდექ მე გავემგზავრე მაგრამ თან გამყვა ფიქრების კონა მთელი გზა მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და სიყვარული მე გავხდი მონა. რამდენი ღამე თეთრად ნათენი მთვარე ხშირადაც იცვლიდა ფორმას ვარსკვლავთ სიმრავლე ერთად დანთხილი, ამ სიყვარულის ვერ ძალავს წონას. საავადმყოფოს კედლებში მოვხდი, თავს მეხვეოდა ექიმთა გროვა, ჩემ სნეულების არკვევდნენ მიზეზს მაგრამ ვერ მიხვდნენ რა მქონდა ცოდვა. უკანასკნელ დღეს როცა წამლებით, გაჟღენთილ სხეულს მე კვლავ ვებრძოდი, ისევ ვიხილე კვლავ სილამაზე უფალს სიცოცხლეს ისევ ვედროდი. მაშინ მოვკიდე მის ნაზ ხელს ხელი და გამოვუტყდი როგორ მიყვარდა სიჩუმე ვიგრძენ პასუხად მხოლოდ, მაგრამ თვალები სულ სხვას მიჰგავდა. თავი დახარა და დაიმორცხვა, პირს გადაჰკროდა ნაზი ღიმილი, კვლავ ღამე იყო ისევ ცხელოდა, და სიხარულის ვიწყე ტირილი. მას შემდეგ ცოტა ხანმაც გალია, ვიგრძენ რომ მორჩა მარტყოფნის ჟამი, როგოგ გაშორდა ჩემს სხეულს უცებ დარდს მოდებული ხავსივით შხამი. მას შემდეგ კიდევ გავიდა ხანი ამინდი ისევ იცვლიდა ფერებს ჩვენ ერთად ყოფნის ვიგძენით ჟამი მყარად ვკიდებდით ერთმანეთს ხელებს ნოემბრი რიცხვი თხუთმეტი იყო ამინდი სულაც არ იყო ცხელი მე საიდუმლო კვლავ გავუმხილე და მოკრძალებით მას ვთხოვე ხელი. თანხმობა მითხრა, დაუფიქრებლად, გამომიწოდა მან თვისი ხელი, მშვიდი საღამო სანთელი მდნარი და სიყვარულით თვალები სველი ტაძარში ვიდექ სულთ მოფენობას იქ შეკრებილა მრავალი მოწმე ყვავილთ სურნელი და საკმეველი ამ სიყვარული კვლავ იყო მომხრე მას შემდეგ მრავალ წელმა იარა დღე ღამეს ცვლიდა ზამთარი ზაფხულს ბევრი მოშუშდა დიდი იარა ბევრიც სიკეთე ითვლიდა წარსულს. ჟამი აწმყო და ჟამი მომალვლის კვლავ სიყვარული სხვა რამ კიარა, ესე ამბავი სიყვარულისა მსურდა რომ მეთქვა გამეზიარა


მიშა ბერძენიშვილი 13/09/2016

ჩვენი ისტორია

http://premieri.ghn.ge/com/news/view/970

ნინოს

მე ყოველ დილით, მზეს ვესალმები,


ჩემი მზე, ჩემი სიყვარულია
ის, რაც მკარნახობს ჩემს ყოველ ნაბიჯს
ჩემი ფიქრი და ჩემი გულია.
ის ანგელოზი, რომელიც მიცავს
გულს საუკუნოდ შენახულია.
ჩემი სინდისი ჩემი სულია
ის საიდუმლო ღმერთმა რომ მითხრა
თორმეტჯერ გეტყვი, როგორ მიყვარხარ,
თორმეტი თვე დროის სივრცეში
თორმეტჯერ დაჰკრავს სამრეკლოს თავზე,
იმ ქვეყნად, სადაც ყველა ერთია
როს შუენ თავს ვიგრძნობ მე ჩემს მხარზე.
ათას წლის შემდეგ როცა შეგხვდები,
ეს სიყვარული ერთადერთია.
ისევ გეტყვი რომ კვლავაც მიყვარხარ


მიშა ბერძენიშვილი 12/09/2016

пятница, 22 августа 2014 г.

როგორც აღმოჩნდა...

როდესაც შენზე დავიწყე ფიქრი
მივხვდი, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი
მინდა, რომ გითხრა თბილი სიტყვები,
მაგრამ იფიქრებ კონტექსტს ვცილდები.
როგორც აღმოჩნდა არაფერს ვამბობ ისეთს
რასაც ყველა არ ამბობს,
სხვებივით აზრს კი არ სჭირდება გამეორება
ესე მგონია გადავაჭარბე გარემოებას
არა და მართლა მინდოდა, რომ
ფრთები მომება...

23 აგვისტო 2014 თბილისი
კრისტალ-პალასი 01:09 შაბათი

вторник, 15 июля 2014 г.

შენი შეგრძნება

მინდა მოვქარგო შენი ნაქვთები
შენზე ფიქრით და შენი თანხლებით
მწვანე ფერდობზე დაჩითულ კაბას
შემოგიხვევ და ისევ გავქრები.
შემომეპარე, როგორც ღიმილი
შემომეკარი,როგორც ნიავი
თბილი და მშვიდი მოგონებებით,
ოცნებებით და ველად გაშლილი
ბავშვობით სავსე ფანტაზიებით
ისევ მოხვედი...
შენი შეხება წარმოუდგენლად გამიძნელდება
განა იმიტომ, რომ ვერ აღვიქვავ მე შენს სამყაროს?!
იმდენად წრფელი, შეუხებელი, სინაზით გადაჟღენთილი
სურნელით მიპყრობ
შენი თვალების მიღმა ვშეშდები,
როგორ გავუძლებ მართლა ვერ ვხვდები.
როგორ მომინდა შენი შეხება
შენი ფიქრებიც ისევ ჩერდება
შემომეყრები თვალებით ისევ
ისევ საოცრად, ისევ ფერებად...
საოცრად ჩემი, უბრალოებით ნანატრი ფრთების
ჩუქება მინდა,
ან მოფარფატე პეპლების სავსე
მინდორზე ფრენა,
ან ვარსკვლავებით მოჭედილი და
მოციმციმე ვარსკვლავთფერება!
შენი შეგრძნება ისევ და ისევ მძაფრად მეზრდება
უბრალოდ გეტყვი, საოცრება ხარ!
თუ შენ შეძელი შემეგრძნო მე ეს ესე შორიდან
მოხიბლული ვარ!
ესე უსიტყვოდ?! და უმოქმედოდ?!
მოხიბლული ვარ!

14 ივლისი 2014 / ორშაბათი
19:28 / მოსკოვი/ ამელი



воскресенье, 13 апреля 2014 г.

...

აღარ ვწერ, აღარ ვხატავ
უბრალოდ აღარ...
არაფერს ვამბობ
არაფერს ვკარგავ
არაფერს მართალს
არაფერს ნათქვამს
თითქოს არაფერს
არაფერს არ ჰგავს
სიჩუმედ დამაქვს
ფიქრებში მფანტავს
დღეები გამყავს
სიცარიელეს ვადარებ ზღაპარს
ზღაპარს, რომელიც
არაფერს არ ჰგავს
14.04.2014
04:07 Moscow