вторник, 15 июля 2014 г.

შენი შეგრძნება

მინდა მოვქარგო შენი ნაქვთები
შენზე ფიქრით და შენი თანხლებით
მწვანე ფერდობზე დაჩითულ კაბას
შემოგიხვევ და ისევ გავქრები.
შემომეპარე, როგორც ღიმილი
შემომეკარი,როგორც ნიავი
თბილი და მშვიდი მოგონებებით,
ოცნებებით და ველად გაშლილი
ბავშვობით სავსე ფანტაზიებით
ისევ მოხვედი...
შენი შეხება წარმოუდგენლად გამიძნელდება
განა იმიტომ, რომ ვერ აღვიქვავ მე შენს სამყაროს?!
იმდენად წრფელი, შეუხებელი, სინაზით გადაჟღენთილი
სურნელით მიპყრობ
შენი თვალების მიღმა ვშეშდები,
როგორ გავუძლებ მართლა ვერ ვხვდები.
როგორ მომინდა შენი შეხება
შენი ფიქრებიც ისევ ჩერდება
შემომეყრები თვალებით ისევ
ისევ საოცრად, ისევ ფერებად...
საოცრად ჩემი, უბრალოებით ნანატრი ფრთების
ჩუქება მინდა,
ან მოფარფატე პეპლების სავსე
მინდორზე ფრენა,
ან ვარსკვლავებით მოჭედილი და
მოციმციმე ვარსკვლავთფერება!
შენი შეგრძნება ისევ და ისევ მძაფრად მეზრდება
უბრალოდ გეტყვი, საოცრება ხარ!
თუ შენ შეძელი შემეგრძნო მე ეს ესე შორიდან
მოხიბლული ვარ!
ესე უსიტყვოდ?! და უმოქმედოდ?!
მოხიბლული ვარ!

14 ივლისი 2014 / ორშაბათი
19:28 / მოსკოვი/ ამელი



Комментариев нет:

Отправить комментарий