вторник, 13 сентября 2016 г.

ესე...

აგვისტოს ცხელი საღამო იდგა, როგორც ყოველთვის ისევ ცხელოდა, რაღაც უცნაურ გრძნობა მეუფლა გული რაღაცა ახალს ელოდა. საათმა დაკრა, ოთხი მაუწყა, მე ჩემს ოთახში მდუმარედ ვიჯექ, მე სასწაულის მუდამ მჯეროდა, გაშეშებული მე კართან ვიდექ. როცა ვიხილე გულს ამიჩქარდა, არ შევიმჩნიე თუმცა მიჭირდა, თავს ძალს ვატანდი რომ დამემალა, ბევრი ვეცადე და ეს მიღირდა. სამი დღის შემდექ მე გავემგზავრე მაგრამ თან გამყვა ფიქრების კონა მთელი გზა მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და სიყვარული მე გავხდი მონა. რამდენი ღამე თეთრად ნათენი მთვარე ხშირადაც იცვლიდა ფორმას ვარსკვლავთ სიმრავლე ერთად დანთხილი, ამ სიყვარულის ვერ ძალავს წონას. საავადმყოფოს კედლებში მოვხდი, თავს მეხვეოდა ექიმთა გროვა, ჩემ სნეულების არკვევდნენ მიზეზს მაგრამ ვერ მიხვდნენ რა მქონდა ცოდვა. უკანასკნელ დღეს როცა წამლებით, გაჟღენთილ სხეულს მე კვლავ ვებრძოდი, ისევ ვიხილე კვლავ სილამაზე უფალს სიცოცხლეს ისევ ვედროდი. მაშინ მოვკიდე მის ნაზ ხელს ხელი და გამოვუტყდი როგორ მიყვარდა სიჩუმე ვიგრძენ პასუხად მხოლოდ, მაგრამ თვალები სულ სხვას მიჰგავდა. თავი დახარა და დაიმორცხვა, პირს გადაჰკროდა ნაზი ღიმილი, კვლავ ღამე იყო ისევ ცხელოდა, და სიხარულის ვიწყე ტირილი. მას შემდეგ ცოტა ხანმაც გალია, ვიგრძენ რომ მორჩა მარტყოფნის ჟამი, როგოგ გაშორდა ჩემს სხეულს უცებ დარდს მოდებული ხავსივით შხამი. მას შემდეგ კიდევ გავიდა ხანი ამინდი ისევ იცვლიდა ფერებს ჩვენ ერთად ყოფნის ვიგძენით ჟამი მყარად ვკიდებდით ერთმანეთს ხელებს ნოემბრი რიცხვი თხუთმეტი იყო ამინდი სულაც არ იყო ცხელი მე საიდუმლო კვლავ გავუმხილე და მოკრძალებით მას ვთხოვე ხელი. თანხმობა მითხრა, დაუფიქრებლად, გამომიწოდა მან თვისი ხელი, მშვიდი საღამო სანთელი მდნარი და სიყვარულით თვალები სველი ტაძარში ვიდექ სულთ მოფენობას იქ შეკრებილა მრავალი მოწმე ყვავილთ სურნელი და საკმეველი ამ სიყვარული კვლავ იყო მომხრე მას შემდეგ მრავალ წელმა იარა დღე ღამეს ცვლიდა ზამთარი ზაფხულს ბევრი მოშუშდა დიდი იარა ბევრიც სიკეთე ითვლიდა წარსულს. ჟამი აწმყო და ჟამი მომალვლის კვლავ სიყვარული სხვა რამ კიარა, ესე ამბავი სიყვარულისა მსურდა რომ მეთქვა გამეზიარა


მიშა ბერძენიშვილი 13/09/2016

Комментариев нет:

Отправить комментарий