вторник, 29 марта 2011 г.

წერილი საპატიმროდან, ნინოს !

. . . . . . . . . . . . . .  . . . . .werili sapatimrodan . . . . . . . . . . .

მართლაც ვინ გვიჯერებს ჩვენ, პატიმრებს?! ყველას ჰგონია რომ მას თვიონ ყველაfერი უკეთესად მოეხსენება. ამის შედეგად ბევრი იღუპება, ბევრიც დიდხანს ამაოდ დაეხეტება მცდარი გზებით. ჩვენ კი პატიმრებს ხეტიალის დრო აღარ გვაქვს, „დავასრულეთ ხეტიალი. ან რა აზრი ჰქონდა ჩვენს ძიებას და ხეტიალს თუ თქვენ ჯერ კიდევ გარეთ მყოფნი იმავე გზებით სვლას  ისურვებდით?! მაშინ ჩვენ წინ ვერასოდეს წავიწევდით. ჩვენ პატიმრებს იმ ხეტიალს ვერავინ გვისაყვედურებს,რადგან გაკაფული გზები არ შეგვხვედრია,მაგრამ ვინც ქვეყნად ამას წაიკითხავს მეტი მოეთხოვება.მათ  უნდა დამიჯერონ მე, მიიღონ ჩემი რჩევა და იმ ძველი ეკლიანი გზით აღარ უნდა იხეტიალონ. maT ახალი მიმართულებით unda განაგრძონ გზა, აქ არ კმარა მიზნისკენმიაბიჯებდე, yოველი ნაბიჯი მიზნად უნდა ითვლებოდეს და იქცეს წინ გადადგმულად. ჩემი ცხოვრება თხზულებაა და მოითხოვს მრავალმხრივობას. ავტორიც მასთან ჭიდილში იღუპება ხოლმე,ხასიათები და შეხედულებები ავტორს ჩამოსცილდებიან,საკუთარი დამოუკიდებელი ცხოვრებით დაუპირისპირდებიან მას გამოსტაცებენ შინაგან სიმდიდრეს შემდეგინაწარმოებისთვისდა ასე ვწერთ ჩვენ ცხოვრებას.
   საერთოდ სიმართლე გითხრათ ჩემით კმაყოფილი  თითქმის არასოდეს არავინ ყოფილა,ყველას უნდოდა სხვანაირი ვყოპილიყავი,არა ისეთი როგორიც განგებამ შემქმნა,საკუთარი შეხედულებებით იმითაც რითიც ვცხოვრობდი,იშვიათად ვინმე ყოფილა კმაყოფილი,ცლობით ვმუშაობდი, თავს არ ვზოგავდი რათა ხალხი გამეხარებინა ახალინაწარმოებებით“, ისინი კი მადლობას ითხოვდნენ ჩემგან იმისათვის რომ ჩემს თხზულებებს როგორღაც  რამედ თვლიდნენ , ითმენდნენ ხოლმე,თუ ზოგჯერ შემაქებდნენ წესად ითვლებოდა... მე უფლება კი არ მქონდა მშვიდად და ჩემი ირსებით, შეგნებით მომესმინა მათი  ქება, არამედ მოვალე ვიყავი წამომესროლა რომელიმე მოკრძალებული ფრაზა,ამ დამსახურებული პატივის უარმყოფელი,ამასთან მორჩილად ჩემი თხზულების,თუ პირადად ჩემი არასრულფასოვნება,მაგრამ ამას არანაირად არ ეგუებოდა ჩემი ბუნება და უკანასკნელი არამზადა ვიქნებოდი ასეთი სიცრუე და მლიქვნელობა მეკისრა.
ყოველმა ჩვენთაგანმა თხზულება სწორად უნდა წეროს,რადგან თხზულება ცხოვრებაა ჩვენი და ავტორებიც შესაბამისად ჩვენ ვართ თხზულებისა,კალამიც ჩვენია და ის ქაღალდიც რაც ხელთ გვაქვს,ერთხელ დავწერთ და ჩაიწერება ჩვენი ცხოვრების ისტორიაში სამუდამოდ,ამ ნაწერს ვერავინ ვერასოდეს წაშლის,ხოდა მიჭირავს კალამი ხელში და ვწერ ფურცელზე ჩემს თხზულებას.
ჩემს ცხოვრებაში კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც,მივხვდი ,რომთუ  ცუდს ცუდი ვუწოდე ამით ბევრს ვერ მივაღწევ“,რა სარგებლობას მოიტანს ეს?!ხოლო თუ კარგსაც ცუდი ვუწოდე ეს უკვე ზიანს მოიტანს.ის ვისაც კიკეთის მოტანა სურს კი არ უნდა ილანძღებოდეს და სხვათა ნაკლს აზვიადებდეს,არამედ მარად სიკეთეს ემსახურებოდეს.საქმე ნგრევა კი არ არის შექმნაა იმისა რაც კაცობრიობას ახარებს.ეხლა აღარ არის სერიოზულობა , რომ საერთო საკმისთვის ვინმემ თავი გამოიდოს, ახალი ღირებულება შემატოს შექმნილს,ყველა იმის ცდაშია უთუოდ თავი გამოიჩინოს და საზოგადოების ყურადღება მიიპყროს,თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდროს,ეს ყალბი მისჭრაფება იგრძნობა ყველაფერში,ასე ყველა ცდილობს მიბაძოს უახლოეს ვირტუოზებს,რომლებიც შესასრულებლად ირჩევენ არა ისეთ პიესებს რომლებიც მსმენელს წმინდა მუსიკალურ სიამოვნებას მიანიჭებს,არამედ ისეთ პიესებს სადაც ის  თავის სიმარჯვეს გამოავლენს,სანქებო ტექნიკას წარმოაჩენს.
ყველგან და ყველაფერში მოინახება ინდივიდუმი, რომელიც ლამობს თავი ოსტატად გაასაღოს და აღარსად ვხვდებით პატიოსან მისწრაფებას,ცოტა უკან დადგეს დასაზოგადო საქმისთვის პირადი ამბიციები გასწიროს.ამიტომაც ადამიანები ცუდად მუშაობენ,წლებს უშვებენ ისე , რომ თვითონ ამას ვერც კი გრძნობენ.
   ყმაწვილები უკვე წერენ თხზულებებს,წერას სიჭაბუკეშიც განაგრძობენ  და მერე, დიდები რომ ხდებიან ხვდებიან რა ფუჭად დაუკარგავთ დრო,რა ტყუილად ჰგონებიათ შეგვიძლიაო! როცა შეიცნობენ რა არის მშვენიერება, ამაოა, დახარჯულ დროს მისტირიან.ბევრი საერთოდ ვერ ხვდება, რა არის სრულყოფილება,ვერც თავის უმწეობას გრძნობს და ბოლომდე განაგრძობს მწარე თხზულების თხზვას,რაღა თქმა უნდა თავის დროზე რომ შეეგნოთ რამდენი მშვენიერი და სრულყოფილი ქმნილებაა ქვეყნად და რა თვისებებიუნდა ჰქონდეს კაცს რათა მათ გაუტოლდეს, ან რამდენადმე მიუახლოვდეს,მაშინ ახლანდელი ასი მთხზველიდან  ერთი თუ გამოერეოდა ისეთი თავის თავში რომ ეპოვა საკმარისი შეუპოვრობა,ვაჟკაცობა და ნიჭი რათა მშვიდად და გეგმაზომიერად განეგრძო შრომა და მსგავსი ოსტატობისთვის მიეღწია,ან მიახლოვებოდა მას.აი ეს არის სიმართლე,მაგრამ ეშმაკი უფრო ხშირად ამბობს მართალს ვიდრე სურს,ბევრი ჰყავს უმეცარი მსმენელი.
   ჩემს თხზულებაში მე ბევრი ვისწავლე,ვისწავლე მხოლოდ კარგი დაფიქრების შემდეგ.დავფიქრდი და მივხვდი, რომ უაღრესად საყურადღებოა თუ რა მოძღვრებით ვიწყებ ჩემი აზრის გამოხატვას.ჩვენი რელიგიის ქვაკუთხედში მე მიმაჩნია,რომ არაფერი შეემთხვევა ადამიანს ისეთი რაც უზენაესს წინასწარ დდი ხნით ადრე არ განუსაზღვრავს.“თუ ტყვიას ჩემი სახელი არ აწერია ის მე არ მომხვდება,ვამბობ მე ბრძოლის ველზე
ქრისტიანული დებულება:“ბეღურაც არ ჩამოფრინდება სახურავიდან თუ მამა ზეციერის ნება არ არის“. ეს განგებაა, რომელსაც ყოველი წვრილმანი გათვალისწინებული აქვს და მისი ნება-სურვილის გარეშე მზის ქვეშ არაფერი ხდებამე, მიხეილ ბერიშვილი ღვთის ნებას ვუკავშირებ ჩემს აქ ყოფნას, ეხლა ვიმყოფები საპყრობილეში #1 (რუსთავი),სწორედ აქ მივხვდი ყველაფერს,რომ ცხოვრება არც ისეთი ლამაზი ფერებისგან შედგება, როგრსაც მე ერთი წლის წინ ვხედავდი,სანამ დამაპატიმრებდნენ.მივხვდი,რომ ოჯახისადმი სიყვარულიდა მოწიწება უწმინდესი სახით გამოვლინდება მხოლოდ ქალში, ყველაზე წმინდად კი დაში,რამეთუ მხოლოდ დას ძალუძს უყვარდეს ძმა სუფთა, უვნებო სიყვარულით“.
       უბრალოდ ქვეყნიერება ვერ იარსებებდა ასე აწყობილი რომ არ ყოფილიყო.ამ საცოდავ დედამიწას ათასწლეულების განმავლობაში ამყრალებენ,აწვალებენ,ის კი არ დაღლილა,ისევ ისეთია,ცოტა წვიმა , ცოტა მზე და ისევ ის გაზაფხულია,ისევ ისე მწვანე და ესე უსასრულოდ...
მთვარე მეტისმეტად დიდი სხეულია და არ შეიძლება საგრძნობ ზეგავლენას არ ახდენდეს ჩვენს დედამიწაზე,მაგრამ ამინდის ცვლა,ბარომეტრის აწევა თუ დაწევა არ არის დამოკიდებული მთვარის ცვალებადობაზე,ეს წმინდა ტელერიული მოვლენაა.
   ეს გაჭირვება რასაც მე აქ გავდივარ, ყველაფერი რასაც ვწერ ცხოვრებაა,სუნთქვაა,ბრძოლა არსებობისთვის,გადარჩენისთვის,მაგრამ არ დაივიწყოთ ეს უფლის ნებაა და როგორც ყველას ცხოვრებაში სიკეთე ბოროტების გარეშე არ არსებულა.მე ამპარტავნებაში ვარ გადავარდნილი და ვხვდები, რაც უფრო მაღლა დგას ადამიანი მით უფრო ექვემდებარება ის დემონთა ზეგავლენას  და მუდამ ყურადღებით უნდა იყოს რომ მისი ნებისყოფა გზას არ ააცდინონ.დავიზღვიოთ თავი დემონთა ბოროტი ზემოქმედებისგან, აი რა არის ძნელი! კაცმა რომ თხზულება შექმნასსაანმისოდ როგორც ცნობილია უნდა იცნობდეს საგანს რაზეც საუბრობს და თუ მას მთელი სამყარო არ აკვს გადაშლილი თვალწინ (როგორც მე), მაშინ მიუხედავად იდეალური მიმართულებისა გაუჭირდება თავისი მკითხველი გაახაროს,რამე არსებითი გვიჩვენოს.
  ყოველ დროში ამბობდნენ: ადამიანო შეიცან თავი შენი.იშვიათი მოთხოვნაა,რაც დღემდე ვერავის შეუსრულებია და ვერც ვერასოდეს შეასრულებს სრულყოფილად.ადამიანი ყველა თავისი ფიქრითა და ოცნებით ესწრაფვის გარე სამყაროს მის წინ გადაშლილს,ცდილობს შეიცნოს და გამოიყენოს ისე როგორც მის მიზნებს შეეფერება.თავის თავს კი მხოლოდ მაშინ შეიცნობს, როცა უხარია, ან წუხს.ამრიგად, მხოლოდ ტანჯვითა და სიხარულით ხვდება რა აკლია, რა უნდა ეძიოს, რისი უნდა ეშინოდეს. საერთოდ ადამიანი ბნელი არსებაა, არ იცის საიდან მოდის, სად მიდის, ცოტა რამ გაეგება გარე სამყაროსი და ყველაზე ნაკლებად საკუთარი თავის! ერთ-ერთი მთავარი სიძნელე ის არის, რომ მეტისმეტად ადამიანური არ იყო და გარკვეული ურთიერთობის ზღვარს არ გადახვიდე.
ამ ყველაფერს მე ხომ გარეთ ვერ მივხვდებოდი,რა თქმა უნდა ღვთის განგებით მოვხვდი მე აქ და დავფიქრდი,თითქმის სულ ვფიქრობ:დედაზე...
დიახ, დედებო! , დედებო! ჯღერს რა საოცრად.
ძველ საბერძნეთში დედებძე ისე საუბრობდნენ ღვთაებებზე! აქაც ესეა...დედა გვიყვარს ყველას, დედა გვენატრება და  დედის სითბო გვაკლია.ჩვენ კაცები ვართ და ვუძლებთ, ვიცით რომ ღმერთი ისეთ გასაჭირს არ მოგვივლენს რისი გაძლებაც არ შეგვიძლია. აბა დედებს ვკითხოთ, შეუძლიათ უჩვენობა?! მგონი არა, აბა დედის გულში ჩავიხედოთ ვულკანი როგორ მძვინვარებს, როგორ ვენატრებით, ვუყვარვართ, ვაკლივართ.აი ასეთ მარადიულ წყვდიადში და  მარტოობაში ცხოვრობენ სიცოცხლის გამჩენი დედები,შემქმნელი და მფარველი დედები, არ იციან საიდან იღებს სათავეს ყველაფერი რასაც დედამიწაზე ეძლევა ფორმა და სიცოცხლე.
ის რაც აღარ სუნთქავს მათვე უბრუნდება , არამატერეალური ბუნების სახით, ისინი იცავენ ვიდრე ახალ ყოფიერებაში გარდასახვის დრო დაუდგებათ,მათ გარემოიცავენ ყველა სხეული და სული, მოარული მსგავსად ღრუბელთა, დედათა უნაპირო სივრცეში თუ მას თავისი ხელოვნებით  ხელ ეწიფების ფორმის დაუფლებად.რათა იგი დააბრუნოს გაცოცხლებული აჩრდილთა სამყაროს ოდინდელი ქმნილება,ამრიგად მიწიერი ყოფა-ცხოვრების მარადიული მეტამორფოზა, შობა და ზრდა , გარდაცვალება და კვლავ წარმოშობა, ეს არის განუწყვეტელი და დაუღალავი ღვაწლი და ჯაფა  დედებისა და თუ დედამიწაზე ყველაფერი განახლებადი განაგრძობს  არსებობას უპირველეს ყოვლისა დედობრივი საწყისით,გასაგები ხდება, რომ  შემქმნელ ღვთაებებს მივეცით ქალთა სახე და ეწოდოთ საპატიო სახელი დედებისა.
ჩემი ზღვარდადებული  გონება უძლურია განჭვრიტოს უფრო შორეული.


                     მიხეილ ბერიშვილი
                                   2009 w.
                                                                     

Комментариев нет:

Отправить комментарий