вторник, 29 марта 2011 г.

* * * *

აუ, რამდენი გასულა წელი
ესე უკვალოდ, უაზროდ,უქმად
ვარ შერჩენილი კლდეზე მთამსვლელი
და დამშეული არწივის ლუკმა.
მაგრამ ბრძოლაა ჩემი სტიქია
და შევებმები თუნდაც ავ სულებს
კაცში მე მხოლოდ ჭკუა მიქია,
უჭკუო მიზანს ვერ შეასრულებს.
მიზანი ჩემი ამ ჭირთა გავლა
და ჩემი ქვეყნის ჭირთა თმენაა
მე საპყრობილემ რა არ მასწავლა
ციხე ცხოვრების გამოფენაა.
ვინც ეს არ იცის ის რა კაცია
მას არ სმენია სულის კივიკლი,
აქ დიდი კაცი მოსჩანს პატარად
თუ გასტეხს ტანჯვა დასცემს ტკივილი,
მე გამივლია ეს გზა და ვიცი,
ფასი ცისა და ფასი მიწისა,
ვიცი თუ რად ღირს მეგობრის ფიცი
მოლხენის გამს რომ შეიფიცება.
აქ უნდა გასძლო და დარჩე კაცად
მშიერ არწივებს მზერით აფრთხობდე,
ვინც გინდა იყო, რაც გინდა გერქვას
ნაღველს სიმღერით გულში იკლავდე.
აჯობო შიმშილს, აჯობო ბოღმას
სხვის ჭირთა ფეხად ღამეს ათევდე
და ის რაც სხვაში შენ ნერვებს გიშლის
შენს თავს არასდროს არ SearCende !
   
                             მიხეილ ბერიშვილი
                                 2009w.


Комментариев нет:

Отправить комментарий