вторник, 29 марта 2011 г.

მ ო რ ჩ ი ლ ი

მ                  ო                რ               ჩ            ი              ლ                     ი
მორჩილმა   ოდესღაც   რეალურ    ჩიხში    იწვნია     ლუციფერის    ილუზია


  1. მამაო ჩვენო! ისმის ტაძარში
და გუმბათები გუგუნებს თითქოს
            დაჩოქილია კაცი საყდარში
      და შეწყალებას უფლისგან ითხოვს.
  1. სამოსი ბერის აცია შავი
და სახე სათნო წვერით მოსილი,
ემორჩილება განგებას უფლის
და ამიტომაც არის მორჩილი.
  1. გზა ქრისტიანის სავალი ძნელად
და არა იით... ვარდით... მოსილი
მაგრამ ტკბილია ტკივილი როცა,
სიყვარული გაქვს და ხარ მორჩილი.
  1. მძიმეა ჯვარი, ძალიან მძიმე
და გოლგოთამდე გზა რა შორია
სხეული მტანჯელ ტკივილებს იწვევს
მაგრამ მორჩილის სული ნორჩია.
  1. ბოროტი მისგან სანაცვლოდ სულის
სთავაზობს გახდეს მმართველი ქვეყნის
დამორჩილებას ოქროთი, ფულით
ცდილობს სატანა წართმევას სულის.
  1. ტაძართან ახლოს როგორც აფთარი
             ჩასაფრებულა ეშმაკი ეტლით,
             აწუხებს ეშმაკს სიწმინდე მისი
             და დასაღუპად სამსხვერპლოს ელის.
  1. მიდის და ფერხთან, როგორც ლაქია
ულაგებს სკივრებს ოქროთი სავსეს
აიღე ძღვენი ეს ალალია,
აჰა გვირგვინი,დაიდგი თავზე.
  1. გეყოფა ლოცვა არაფრის მთქმელი
რას ეძებ უფალს, ის ხომ შორია
მოვა სიკვდილი ძალიან ბნელი
მოვა და მტანჯველ ტკივილს მოიტანს.
  1. შენ სანამ ცოცხლობ უნდა  იცხოვრო
და უნდა დატკბე სხეულის ვნებით
უნდა დიაცის შეიგრძნო გემო
და გამოსცალო პირთამდე ქვევრი.
  1. მორჩილი შეკრთა, ეცვალა მზერა
ყურს ცუდად ესმა სიტყვა ბოროტის
            გამშორდი, გაქრი, არ მინდა სმენა
      ეშმაკის კერძო, ჩემს თვალს გაშორდი
  1. მე მორჩილება უფალს შევფიცე
       ჩემი სიცოცხლე მხოლოდ მისია,
       ეგ შენი ოქრო ჭუჭყია, მტვერი
       და ეგ ცხოვრება თქვენთვის ძილია.
  1. გამოღვიძება იმქვეყნად გელით
      მორჩება ვნება, გაქრება ფული
      როცა ცოდვა-მადლს აგიწონიან
      თქვენ რა დაგრჩებათ?! ტალახი ჭუჭყი.
  1. მე კი იესოს მივბაძავ მხოლოდ
და მის სიყვარულს გულით ვატარებ
ჩემი სხეული ხორცია, ლეში
გინდა ჩამაგდე ახლავ სამარეს.
  1. მორჩილმა სცადა გასცლოდა ბოროტს
აქცია ზურგი პირჯვარის წერით
გაცლას ლამობდა საბრალო მაგრამ,
მიეკრო მიწას ორთავე ფეხით.
  1. ნუ გარბი ბრიყვო,მათხოვე ყური
მე შენთვის ვზრუნავ და შენზე ვყვები
შენ ამ ცხოვრების რა იცი ფასი
ან სიყვარულის განა რას ხვდები?!
  1. შენი სიცოცხლე თუკი ეწამე
და სისხლიანი ღვარე ცრემლები,
რაა ... სამოთხე ბრიყვთა ზღაპარი
და შენნაირის ტკბილი სიზმარი.
  1. სიყვარულს ჰქვია სახელად ქალი,
რომ ჩაგიკრავს და ვნებით დაგათრობს
თავის ცხელ ბაგეს შენ რომ შეგახებს
და დავიწყებას მისცემს სამყაროს.
  1. შენ თურმე ოქროს ადარებ ქვიშას,
მტვერი გგონია მოსული ქარში,
არა და ოქროს შოვნა ძნელია
            ოქროთი შენი გექნება ტახტი.
  1. შენს სხეულს ბრიყვო ლეშს რომ ადარებ
და მუდამ ლოცვით თავს რომ აწვალებ,
იძინებ ქვაზე, გვერდების მტვრევით
და ცხოველივით ბუნაგში ძვრები.
  1. დილით ალიონს მუხლებზე ხვდები
      ქვებსაც ატირებს ვედრება შენი.
      მუდამ სხვის ტკივილს მიიჩნევ ჭირად
            ის სხვა კი ცხოვრობს ოჯახში თბილად.
  1. მარხვებით ცდილობ გაკაჟდე სულით
ამ დროს კი გულზე გიჩნდება წყლული
გავხარ მათხოვარს დაკარგულს ქუჩის
მშჳერო მონავ, ამაყი უფლის.
  1. ღმერთი კი მაღლა ღრუბლებში ტკბება
შენი ოცნება ხესავით ხმება,
არვის ადარდებს შენ ხარ, თუ არ ხარ,
მტვერი ხარ ქუჩის და მტვერად წახვალ.
  1. თუ კიდევ მეტყვი მოსილო მადლით,
      რომ ღმერთი შენთვის ფიქრობს და გმოსავს
       ბრიყვი ყოფილხარ საბრალოვ მაშინ
       და ამ სიბრიყვის გამხდარხარ მონა.
  1. მორჩილი სდუმდა, ეშმაკის მზერით
მოჯადოებულს ენა დაჰბმოდა,
გონება სიტყვებს ეძებდა, მაგრამ
გამშრალი ენით ვერას ამბობდა.
  1. მერე გონებაც აემღვრა ფიქრით
წარსული წლები გაჩნდნენ კადრებად
უეცრად სითბო ჩაექცა სისხლში
და გაცოცხლება იწყეს აზრებმა.
  1. ახსოვს ოჯახი, მშობლების სითბო
            ბავშვობის წლები, მსგავსად მირაჯის
      ლამაზი ქალის ცისფერი მზერა,
      და თბილი ღამე, თბილი თიბათვის
  1. ქარი არხევდა ფოთლებს ტალღებად
      ალ მოდებული ტრფობისგან ქალის
      დავიწყებოდა უფლის არსება
       გახვეულს ვნების ქარ-ცეცხლში წამით.
  1. მერე ღალატი, ბოღმა და შური
მერე ცრემლები ცხელი, მდუღარე
      თრობა, წამალი და ქუჩის მტვერი
      სიკვდილის ნატვრით გული მწუხარე.
  1. ბოლოს, გარიყულს კაცთა ხელიდან
დაკარგულს, როგორც თივაში ნემსი
ტაძართან ახლოს გამოეღვიძა
და ანგელოსის შეიგრძნო ხელი.
  1. მას შემდეგ უფალს მიუძღვნა გული
და მორჩილების ხვედრი არჩია
გაშორდა ქვეყნის ამაო წუხილს
და ბერობისკენ გზა გაიკვლია.
  1. ახლა კი მის წინ ეშმაკი იდგა
თვით ლუციფერი, სათნო ნიღაბში
      და კითხულობდა ნაფიქრალ აზრებს,
       როგორც წარწერას ფერად მინაში.
  1. ეშმაკის სახეს აეხსნა ფარდა
      დაეტყო თვალებს ღიმილის კვალი.
      კარგია, მომწონს წარსულზე ფიქრი,
      ნაიარევი შენს გულში ქალის.
  1. ჩასწვდა მორჩილის გამქრალ იმედებს
და დაკარგული ტრფობის ზმანებას
შავი სამოსი ფარავდა სხეულს,
მაგრამ ფიქრები მაინც ამხელდა.
  1. მორჩილი შეკრთა, დახარა თავი
      შეცხვა წარსულის ფიქრთა გამხელა
      ჩამოსწყდა თვალებს ცრემლების ღვარი
      დაეტყო სახეს კლაკნილ ხაზებად.
  1. მორჩილის გულის ჩაკეტილ ურდულს
უეცრად თითქოს მოსცილდა ჟანგი
და გახარებულ ეშმაკსაც უმალ...
გაუჩნდა მისი გაღების შანსი.
  1. თვალებს რატომ ხრი მორჩილო უფლის
      შენი გრობების რატომ გრცხვენია?!
      ახალგაზრდა ხარ ხორცით და გულით
      მაგ კაბის ახდა ნუთუ ძნელია?!
  1. ვიცი წარსული გქონდა მწუხარე,
ღალატით ქალმა გული გატკინა
მაგრამ უქონელს ვინ შეგიყვარებს
ქალს ოქრო უნდა, ნუთუ რთულია?!
  1. გაცვალა გრძნობა, წავიდა სხვასთან
სხვას ბევრი ჰქონდა ოქრო და ვერცხლი
შენ კი ლაჩრული არჩიე ყოფნა
და ახლა გახდი მორჩილი უფლის.
  1. მაშინ სად იყო ეგ შენი ღმერთი,
როცა მათხოვრად ქუჩის გაქცია,
      კაცი ჯან-ღონით სიცოცხლით სავსე
      განდეგილად რომ გადაგაქცია?!
  1. მე ვხედავ შენში სურვილი ყვავის,
      ჩამკიდე ხელი, წამოდი ჩემთან.
      მე დაგიბრუნებ წართმეულს ოდეს
      არ დაგიბრუნა თავნება ღმერთმა.
  1. მორჩილმა პირი გააღო, მაგრამ...
      ეშმაკმა ტუჩზე დაადო ხელი
      არ გინდა ეხლა ახალი აღთქმა
      და არც ბიბლია ძალიან ძველი.
  1. თუ გინდა უმალ გიამბობ მართალს
და მონაჭორით არ დავკავდები,
მე გაგახსენებ ძალზედ ძველ ამბავს
დასაბამიდან სამყაროს შექმნის!
  1. იყო ედემი, პატარა ბაღი
ადამს და ევას იქ ჰქონდათ ბინა,
მაგრამ არ ჰქონდათ შეცნობის აზრი
და ყველა გრძნობას მათში ეძინა.
  1. მე დავეხმარე გახსნოდათ აზრი
შეეგრძნოთ ვნების ყივილი სისხლში
და არა როგორც ცხოველებს ბაღის
ჰქონოდათ სახლი თივების ზვინში.
  1. მხოლოდ მე, ერთმა მივეცი შანსი
ეცნოთ სამყარო ედემის მსგავსი
და დედამიწის ყოველი კუთხე
სურვილისამებრ ემართათ თავით.
  1. ღმერთმა კი მათთვის იმავე დღიდან
ჩარაზა კლიტით ედემის კარი
იუკადრისა ჩარევა ჩემი
და მოისროდა საწყლები კარში.
  1. აავსო წყევლით ადამის მოდგმა
და ყველა შვილი დატოვა ვალში
      მხოლოდ მე ედექ იმ საწყლებს გვერდში
      ვენაცვლებოდი მხარიდან-მხარში.
  1. მის შემდეგ ერთად მოვდივართ მუდამ
ვაშენებთ, ვიბრძვით, ვიღწვით და ვიმკით
ყველას ტკივილი მე მიმაქვს გულთან
და ყველა თქვენი სურვილი ვიცი.
  1. წამოდი წამყევ, იხილე თვალით
თუ რა ვაშენეთ და რა ვიღვაწეთ
გაჩვენებ ცაში აღმართულ სახლებს
და გაშენებულ ლამაზ სამოთხეს.
  1. ჩასჭიდა ხელი მორჩილის სხეულს
და აიტაცა ჩიტივით ცაში,
გადაუარეს სამყაროს ერთად
როგორც ღრუბლებმა ქართა გრიგალში.
  1. შეკვროდა სუნთქვა ნანახით მორჩილს
ხედავდა ქვეყნებს გაფენილს ველად
კაცთა ხელიდან აზიდულ სახლებს
ვერ აშორებდა საწყალი მზერას.
  1. ქვის ჰარმონია მუსიკის მსგავსი
მნახველს უმალ, რომ აჯადოებდა
ოჰ, ამ ქალაქებს ზეცაში აწვდილს
ნეტავ რა ძალა ასაზრდოებდა.
  1. აგებულს კლდეში ციხეს და კოშკებს
ამაყი მზერით თვალს რომ ათრობდა,
ან პირამიდებს ქვიშაში გაზრდილს
გვირგვინი მზისა თავს რომ დასდგმოდა.
  1. სილურჯეს ზღვების ხომალდი კვეთდა,
ფოთლებს არხევდა ქარი ყანაში
და დედამიწას როგორც დედოფალს
ემოსა კაბა თეთრი, ატლასის.
  1. ეშმაკის ფარდამ დაფარა მსხვერპლი
გაქრა მორჩილის ურყევი ნება
ვით ყველა ცოდვილს გაუჩნდა ეჭვი
მართლაც რა მომცა უფალმა ღმერთმა?!
  1. გაუჩნდა შური სიკეთის ნაცვლად,
აევსო გული უცნაურ გრძნობით
და უფლის ნაცვლად მიენდო ეშმაკს
მორჩილი გახდა მძევალი ბოღმის.
  1. ეშმაკმა დიდი გამართ ლხინი
და დემონების მოაწყო კრება,
დაისწრო ყველა ლაქია მისი
და მბრძანებლურად მიმართა ყველას.
  1. დღეიდან ვბრძანებ!იცოდეს ყველამ,
რომ შეგვემატა ახალი წევრი
არვის გექნებათ მისაებრ ძალა
და ყველა მონა იქნებით მისი!
  1. ასრულდეს მინდა სურვილი ყველა
რასაც მოითხოვს, რასაც ინატრებს!
სასახლეს მთაში, ხომალდებს ზღვაში
და გაშლილ ცაზე მფრინავ გიგანტებს.
  1. ეშმაკის ნებას დაჰყვნენ დემონნი
შეკრიბა ძღვენი მორჩჳლად ყველამ
და ერთ დროს ძონძით ტანთ შემოსილი
ახალ მბრძანებლად მიიღო ყველამ.
  1. ძველად ყოფილი მორჩილი უფლის
ეხლა მბრძანებელ პილატეს ჰგავდა
თავს არ ეფარა გვირგვინი ბროლის,
მაგრამ არსებით ხელმწიფეს ჰგავდა.
  1. ოქრო და ვერცხლი მდინარის მსგავსად
ვერ პოულობდა კუთვნილ კალაპოტს
            იწვა მორჩილი ცოდვის ბუდეში
            როგორც ვამპირი მსხვერპლს რომ დარაჯობს.
  1. ისურვა ნახვა ყოფილი სატრფოს
და ქალი უმალ მას თან მიჰგვარეს
შეხედა ცეცხლის მოედო ალი
თითქოს დაასხეს ცეცხლი მდუღარე.
  1. წლებს მის სახეზე დაესვა დაღი
და ფიქრის კვალი ემჩნა თვალებსაც
ნეტავ სად გაქრა ლამაზი ქალი,
      მას რომ ტკივილი გაუასკეცა.
  1. ქალი უცქერდა ნაცნობ სილუეტს
და მისი ხილვა ცეცხლად ანთებდა,
ვერ უჯერებდა საკუთარ თვალებს
ფიქრი ამ კაცზე ფერფლად აქცევდა.
  1. კაცზე ვისთვისაც შავბნელი ღამე
ბევრჯერ ნისლისფრად უთენებია
და სინანულით ცრემლებად დაღვრილს
სიკვდილიც ბევრჯერ მონატრებია.
  1. კაცმა შეხედა, ოდესღაც სატრფოს
ვით გახუნებულ ფერთა ცვალებას,
ნუთუ ამ ქალის გამო მიღირდა
ტყეში ლოცვებით გარდაცვლება?!
  1. ინანა უმალ შეხვედრა მასთან
შეხედა საწყალს ამაყი მზერით
მიეცით ოქრო რამდენიც უნდა
და გააცილეთ წარსული ჩემი!
  1. ქალმა ნახა ცივი მზერა
ცივი შმაგი თვალების
მიხვდა მორჩა პანაშვიდი
გრძნობის გარდაცვალების.
  1. მიხვდა თურმე ცრემლთა დენა
სულ ამაო ყოფილა
თურმე მისი სიყვარული
მკვდარ-შობილი ყოფილა.
  1. შესცქეროდა  ცივ სასახლეს
ოქრო-ვერცხლით მოჭედილს
და იმ კაცის ამაყ თვალებს
მისგან ადრე მოკვეთილს.
  1. ადრე გულის ტკივილს გრძნობდა
განშორების სანაცვლოდ
ახლა გული წასვლასა და
განშორებას სთავაზობს.
  1. ქალი, როგორც სწრაფი ქარი
გვიან, ღამით მოსული
ეძებს კარებს გასასვლელად
უხმი ცქერით მოკლული.
  1. კაცმა წასულს მჭექარე ხმით
უმალ სიტყვა დააწია:
მანდ სკივრებში ოქრო გიდევს,
თან წაიღე, ალალია!
  1. როცა წარსულს გაიხსენებ,
      გახსენ სკივრი შიგ ჩაიხედე
      გაიხსენე რის გამოდაც
      სასიკვდილოდ გამიმეტე!
  1. ქალმა ოქროს სავსე სკივრებს
ხელი ჰკრა და წააქცია
კაცის გაოცებულ მზერას
უმალ სიტყვა დააწია.
  1. მე წამების ბევრი წელი
ცრემლთა დენით გავატარე
და იმსხვისთვის გულის კარი
ჩავკეტე და ჩავაქვავე!
  1. მაგრამ ახლა სიტყვების თქმას
      რა აზრი აქვს, ან რას არგებს
            მე მკვდარი ვარ დიდი ხნის წინ
            და მკვდარს რაღა  გადამარჩენს?!
  1. მაგრამ ჩემგან ბოლო თხოვნას
თუ მოისმენ, თუ იკადრებ
მხოლოდ მაშინ დაგაფასებ
            ავს რომ კარგად გაიაზრებ!
  1. პატიებას ვინც ვერ შეძლებს
      გულს სიკეთეს არ იკარებს
      განკითხვის დღეს ღმერთი იმ კაცს
      ახლოსაც არ გაიკარებს!
  1. ქალი გაქრა, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება
და მის შმდეგ მისმა სულმა
სულ დაკარგა მოსვენება.
  1. კაცის მკერდში გულის ნაცვლად
თითქოს რკინა ჩაუდიათ,
ქალის სიტყვებს ცრემლებ ნარევს
მისთვის ფუჭად ჩაუვლიათ.
  1. ლუციფერი, როგორც ჩრდილი
მოდის, კაცთან ერთად ჯდება
და ქადაგებს მწარე ენით
რაც კი პირზე მოადგება.
  1. ნახე ქალმა ცრემლთა დენით
თავი როგორ შეგვაბრალა?
თითქოს ის სხვა საძაგელი
შენი რჩევით შეიყვარა.
  1. თუმცა ქალათა მოდგმა მუდამ
თავის ცოდვებს სხვებს აბრალებს,
შენ შხამს მოგცემს სასიკვდილოდ,
სხვას კი ტრფობით გაახარებს.
  1. მაგრამ ჩვენ ხომ მაგათ სიტყვებს
აზრთა კონას არ ვადარებთ
როგორც ნივთებს მოძველებულს
მოვიხმართ და გადავაგდებთ!
  1. წამო, წამყევ ჩემს ჰარემში
მაგათ ადგილს იქ გაჩვენებ
ღამით ხორცის ტკბობას ვიგრძნობთ
დილით ხრამში გადავაგდებთ.
  1. ვნების ზღვაში მას და ეშმაკს
ხორცის ჯინი მოუკვლიათ
დამთვრალან და წიხლის ქნევით
ბევრიც ხრამში მოუსვრიათ.
  1. წლები გადის ცოდვის ზღვაში
ცურავს კაცი უდარდელად,
ღმერთის ყოფა არც კი ახსოვს
      ყიდულობს და ყიდის ყველას.
  1. მოსჩქეფს ოქრო,მოდის ფული
დემონთ მძლავრად უცემთ გული
არ ანაღვლებთ სხვათა კვდომა
და არც უფლის ნების გმობა.
  1. მაგრამ ეშმა განა ვინმეს
სამუდამოდ მისცემს ლხენად?!
ვინც შურს სთესავ შურს მოიმკის
მოსავალიც მოვა ხელად.
  1. გაჩნდა შური იმათ შორის
პირველობას ითხოვს ყველა,
ეშმაკი წევს რბილ ლოჯაში
და დაცინვით უმზერს ყველას.
  1. ატყდა ომი სისხლის მღვრელი
მამა შვილს კლავს, შვილი დედას
მკვლელი მსხვერპლს რომ გამოფატრავს
სისხლს მიუტანს ხარკად ეშმაკს.
  1. ყოფილ მორჩილს ეშხში შესულს
ხელი სისხლში გაუსვრია
და ის ტახტი რომელზეც ზის
რკინის  ლახტით დაუცვია.
  1. ტახტის გამო იმათ ომში
ოქროც ბევრი წაუგიათ
და ეშმაკის სამართალით
დასჯილთ თავიც წაუგიათ.
  1. მოსამართლის მანტიაში
       გახვეულა ლუციფერი
 თავად იჭერს, თავად უსჯის
 თავად არის სიტყვის მთქმელი.
  1. ლურჯი ზეცა წითლად იწვის
მზეც გამხდარა სისხლისფერი
დედამიწას როგორც ღრუბელს
დასდის წვიმა ცხელზე ცხელი
  1. უფლის მორჩილთ როგორც ფარას
ჩიხში ამწყვდევს ეშმა მკვლელი
ცხვარი ცხვარობს, მაგრამ  რა ქნას
მგლებს კბილი აქვთ ბასრი, მჭრელი.
  1. რაც შექმნილა უფლის ხატად
ცეცხლს უკიდებს ცეცხლის მჩენი
სამრეკლოზე ზარებს რეკენ
მაგრამ არსად მოსჩანს მხსნელი.
  1. ყოფილ მორჩილს ზართა რეკვა
                  თავს დაატყდა როგორც მეხი
                  თითქოს მის გულს ყინვად ქცეულს
                  ცეცხლი მოუკიდეს მწველი.
  1. უცქერს გვამებს სისხლში მოსვროლს
                  და დაჭროლთა ტანჯვა-კვნესას
                  ეშხში შესულ ტირან-მკვლელებს
                  უგულოდ რომ ჟლეტენ ყველას.
  1. ყოფილ მორჩილს ცივ თვალებზე
                        დაღლის კვალი დამჩნევია 
                  და მას გულში უფლის შიშის
                  ნაკვალევი დარჩენია.
  1. ბრძანა! მორჩა ხოცვა-ჟლეტა
                 გეყოთ, სისხლმა გადამღალა
                 და მოკლულთა გახრწნილ გვამებს
                 შავი მიწა მიაყარა.
  1. სცადა ცოდვის მძიმე კვალი
                  მტრობით ხალხს რომ მოუტანა
                  შავ ქვესკნელში ხორცთა ჩაყრით
                  სამუდამოდ დაემალა.
  1. თურმე, გლოვის ზართა რეკვა
                  მეხივით რომ ესმა სმენას
                  მხოლოდ თავის გადარჩენის
                  ინსტიქტები გაახსენა.
  1. შიში უფლის, მძაფრად მწველი
                  სულ თან ახლდა მის არსებას
                  და მბრძანებლის ტახტზე ასულს
                  გულში შიში გაუმეფდა.
  1. სცადა ომის შეჩერება
                  მოიწვია ეშმაკთ კრება,
                  და თავისი დიდი სუფრა
                  მათი ყოფნით დაამშვენა.
  1. ჭამდნენ პურს და ღვინოს სვავდნენ
                  კაცის მკვლელი ტირანები
                  ქრისტეს სისხლით დამთვრალიყვნენ
                  ლუციფერის  პირატები.
  1. ყოფილ მორჩილს შეჰყურებდნენ
                  ბოროტული თვალთა კვნესით
                  და ფიქრობდნენ მასპინძელსო
                  რა აქვს ნეტავ სადარდელი?!
  1. ბოლოს ერთმა კაცის მკვლელმა
                  გახსნა პირი ავის მთქმელი
                  ვთხოვთ მასპინძელს მოგვახსენოს
                   რა აქვს ჩვენტვის მას სათქმელი.
  1. გაისუსა ირგვლივ ყველა,
                  ბევრი გახდა როგორც ერთი
                  მიაჩერდნენ ყოფილ მორჩილს
                  ავი სულის ავყიები.
  1. ადგა ფეხზე როგორც მეფე,
                  როგორც მათი მბრძანებელი,
                  ცივი მზერით ყველას თვალებს
                  გაუსწორა თვალი მჭრელი.
  1. დროა გითხრათ დღეს რატომ ვარ
                  ასე უხვი მასპინძელი!
                  მინდა მოვრჩეთ ომა და ბრძოლას!
                  ყველამ ერთად მომცეს ხელი!
  1. ქვეყნებს უკვე ლაქად ადევს
                  ჩვენი ბრძოლის ნაკვალევი
                  და გახრწნილი გვამთა გროვით
                 მიწა გახდა საზარელი!
  1. ვხედავ მტრობას თქვენს თვალებში,
                  ვიცი ბრძოლით როგორ ტკბებით
                  ყველას გინდათ ჩემი ტახტი,
                  მაგრამ მეფე მე ვარ! ერთი!
  1. ხოდა ვბრძანებ! როგორც მეფე!
                  ერთი გზაა თქვენთვის მხსნელი
                  ვინც იომებს ყველას გავჯლეტ!
                  ეს იქნება განაჩენი!
  1. დაჯდა ტახტზე, როგორც მეფე,
                  როგორც მათი მბრძანებელი
                  სთქვა, რომ სიტყვა დაასრულა
                  არჩევანიც დარჩეს ერთი!
  1. მაგრამ ეშმაკთ მისი მტრობის
                  ჯავრი გულში ჩაუდიათ
                  ბრიყვი მეფის მბრძანებლობის
                  ვერაფერი გაუგიათ.
  1. ადგა ერთი, ზორბა ტანის
                 და შეხედა მეფეს ცივად
                 ყველა კვდება დიდო მეფევ!
                 თუკი მახვილს სწორად ვიხმართ!
  1. თქვენ გგონიათ რომ მე მომკლავთ?!
                 პაიკივით ყუთში ჩამდებთ?!
                 მერე, როგორც ნახმარ ნივთებს
                 მომისვრით და გადამაგდებთ?!
  1. ტახტს ხელი ჰკრა, ფეხზე ადგა
                  ხელში მახვილ შემართული
                  და ზორბა მკვლელს ყელში დაჰკრა
                  ხმალი ოქროდ შეკაზმული.
  1. სხვა ეშმაკნიც ფეხზე ადგნენ
                 სისხლის ნახვით გულწასულნი,
                 აელვარდნენ მახვილები,
                  სასიკვდილოდ შემართულნი.
  1. ატყდა ბრძოლა საზარელი,
                  სისხლი ღვარად დაიღვარა
                  ეშხში შესულ მკვლელთა ხროვას
                  ხმალი სიკვდილს ჰპირდებოდა.
  1. უცებ ერთმა მჭექარე ხმიათ
                  დაიყვირა, მოვკლათ მეფე!
                  და წამებში ყოფილ მორჩილს
                  სატევრები ედო ყელზე.
  1. დაეძებდა თვალით საწყლად
                  მის შემქმნელს და გამმეფებელს
                   ბოლოს მიხვდა უბედური
                    რომ გასწირეს, გაიმეტეს.
  1. იგრძნო გულთან ცივი რკინა
                 სხეულს სიკვდილს რომ უქადდა
                 თვალწინ ედგა ის წარსული
                 ერთ დროს ძლიერ რომ უყვარდა.
  1. მოაგონდა დედის სახე,
                  ნაზად როგორ უღიმოდა,
                   მისი სატრფო გარიყული
                   პატიებას როგორ სთხოვდა
  1. არც იცოდა დედის საფლავს
                  ეკალ-ბარდი როგორ სჭამდა
                  და ის ქალი ვინც უყვარდა
                   უკვე ცოცხლად რომ არ ჰყავდა.
  1. წამით უმალ მოაგონდა
                  თუ რამ ცოდვა ჩაედინა
                   და სიკვდილის მოლოდინში
                   ძალზედ მწარედ ჩაეცინა.
  1. ხმალმა გულში გაიარა
                  ქვაფენილზე დარჩა სისხლი
                   ხორცი მოკვდა, მაგრამ სული
                   განკითხვისთვის ღმერთთან მიდის
  1. ქვეყნად მხოლოდ ორი გზაა
                  სიკეთის და ბოროტების
                  ზოგი ბოროტს ემონება
                   ზოგს სიკეთის მადლი შველის
  1. არჩევანი ჩვენს ხელთ არის
                  რასაც ვთესავთ იმას ვიმკით
                  თუკი ეშმაკს ვირჩევთ მრჩევლად
                   მაშინ ჯოჯოხეთში ვიწვით!
  1. სიცოცხლე ხომ წამი არის
                  წამი სულის გადარჩენის
                  ჩვენი ხორცი ლეში არის
                  მოვკვდებით და დავმთავრდებით!
  1. ღმერთს მივენდოთ, ცოდვის შვილნი
                  მხოლოდ რწმენით გადავრჩებით!
                  ამ ნაწერით თუ რამ გცოდე
                  შეწყალებას თქვენგან ველი!


                                      მიხეილ ბერიშვილი
                                                        2009წ,

1 комментарий:

  1. nino zalian momewona, exlac mburzglavs. mishas aucileblad miuloce chemgan namdvilad zalian grma nawarmoebia.arc ki vicodi tu werda, es namdvili agmochena iyo chemtvis. zalian zalian magaria.

    ОтветитьУдалить