вторник, 23 апреля 2013 г.

თბილისი

ისე გარბიან ფიქრები
შორს სადღაც ნისლში ვიჭრები
თითქოს ღრუბლებში ფერიებს
გაბუტულივით მივყვები
ხან სილამაზით დამტკბარი,
ხან სიმარტოვის მორჩილი
როცა შორიდან ვუყურებ და
ბილიკ-ბილიკ ვიცლები.
ყვავილობის დროს გამთბარი
ეშხით პეპლების ფარფატის
თითქოს ვიღაცა ჩამძახის
"აი სამშობლო სად არის"
ულამაზესი ველები,
ყაყაჩოების ფერებით
გაღაჟღაჯებულ წალკოტზე
ოცნებას დიდხანს შევყვები...
მომნატრებია ქუჩები,
მომნატრებია ფერები,
მომნატრებია ჩემები
წმინდა ტაძრების სვეტები.
გულში ვინახავ შენს სითბოს,
შენი ქუჩების სიმცირეს
პატარა ვიწრო ქუჩების,
ძველი უბნების სიმშვიდეს.
დაუვიწყარი ნოტები...
შენი ჭადრების ფოთლები...
არა მგონია ოდესმე
შენზე ოცნებას მოვრჩები?!

Комментариев нет:

Отправить комментарий