воскресенье, 2 февраля 2014 г.

...

რაღაცნაირად დაიწყო
რაღაცნაირად დამთავრდა
სულის სიღრმეში ოცნება
სხვა შეგრძნებებმა განაბა,
როცა სამყაროს უყურებ
შენი თვალები მანახა
რა გიხარია,ან რა გწყინს
შენი სამყაროს თანახმად.
იცი?!  ძალიან ულევი
მოგონებების ამარა
ვიცი ეს არაფერია,
ეს არაფერიც გადავა
დავიწყებების კარ და კარ
როცა მორჩები ხეტიალს
რაღაც სიმართლეს მიაგნებ
თუ მოინდომებ დანახვას!
მოდი უბრალოდ ნუ განსჯი,
შენ ეგ არ იცი რა იყო
ეცადე იმის დანახვას
რაც ეხლა შენთვის გაიღო.
მოგონებების თანახმად,
მხოლოდ სიმართლის ამარა
რეალობაში უბრალო
ჩემი თვალების განაბვას
მზერას უსწორებ
არც მესმის ისეთი მკვეთრი არა ხარ
უბრალოდ დაიმახსოვრე
ჩემი ცხოვრების გადათვლას ნუ მოინდომებ,
მოეშვი ძალიან ტვინის დაძაბვას
ეს ყველაფერი სწორია,
რაც იყო ლაქა არ ახლავს!

                                         კვირა, 2 თებერვალი 2014 წელი, მოსკოვი



Комментариев нет:

Отправить комментарий