четверг, 6 февраля 2014 г.

აპრილის სიგიჟე

სურნელი შენი თმის, გაზაფხულს ედრება,
ყელ მოღერებული აპრილის შეგრძნებას,
მოვა და მოიტანს ათასგვარ ყვავილებს
და ხალიჩასავით გვირილებს გაგიფენს!
თუ შევძლებ გადმოვცე შენი სილამაზე
ისეთი სინაზე... ველური, უდრეკი
გაყინულ თვალებში სხივებს რომ ჩაგაქსოვს
და ეს შეგრძნებები უგონიდ დაგათრობს.
გორაკზე ჩამომჯდარს, მაგონებს გოგონას
ეს დროის და სივრცის გაქრობის სურვილი
ვფიქრობ, რომ მასავით არავინ მინახავს
წელზე მოხატული ნამით და ფურცლებით.
ისეთი ლამაზი და თმა არეული,
როგორც გაზაფხულზე დამსკდარი კვირტები
გამოაპრილდება, გადამაისდება,
ოცნების სურვილი მეფობს და იზრდება
შენთან ჩამოჯდება, ჩაგეჩურჩულება
და გასხივოსნების იმედით გაქრება!

                              ხუთშაბათი , 6 თებერვალი 2014 წელი, მოსკოვი

Комментариев нет:

Отправить комментарий