четверг, 27 марта 2014 г.

...

სივრცეში გაფენილ ოცნების ყვავილებს
ამ უსასრულობის ლოდინით დავიტევ,
ზაფხულის ლოდინით აგვისტოს ზმანება 
სახეზე უშფოთველ ღიმილად დამყვება
მზის სხივად... დღის დარად...
თბილ ქარად... კამარად...
ძველი ისტორია... ჩვენი ჰარმონია...
ვიცი, რომ მოვრჩები უზომო ფორიაქს.
სითბო და სილაღე მაგონებს შენს სახეს, 
სიმშვიდე შენს თვალებს ელვარედ გადაჰკრავს
ხან უხერხულობა, ხან გაბედულობა
კმაყოფილ შენს მზერას უთუოდ თან ახლავს.
მინდა, რომ გაჩვენო, როგორ მომენატრე
პირველად უცნაურს წავაწყდი სიმართლეს
მინდა, რომ მოვიდე თვალები დავხარო
და ერთი ამბავი მე თვითონ გახარო
უსიტყვოდ გაგანდო,სურნელით დაგათრო,
ფიქრებით გაგათბო, გრძნობებით აგავსო.
იმ სიტყვის ამოთქმას ვისწავლი, მაცადე
და სულ სხვანაირად შეხედავ ყველაფერს
მეც გავახალისებ შენობით ყველა ფერს
და შენთან სამყაროს ახალ კარს გავაღებ.
როგორ მენატრები, როგორ მეჩემები...
ჩავწვები მინდორში, ყაყაჩოს ველებში,
ცაში აფრენილი ჩიტების ჭიკ-ჭიკში
ჩავწვები გრძნობებში და წვიმის წვეთებში.
პეპლების ლამაზი ფარფატით ივლისში
გავყვები იმ ფიქრებს შენთან რომ მომიყვანს,
თუ ის რაც გავუშვი მორჩება ბოდიალს
ჩემთან დაბრუნდება, შენთან წამომიყვანს!  
არასდროს ამ მყოფნი, ძალიან მაკლიხარ,
ხანდახან მგონია რომ სადღაც გარბიხარ...
ჩაგეჩურჩულები, დარჩები უსიტყვოდ
ჩემი სიყვარულის სივრცეში გგულისხმობ!


                                       კვირა 16.03.2014 წელი
                                            20:15 მოსკოვი



Комментариев нет:

Отправить комментарий