суббота, 29 марта 2014 г.

ფიქრებში ჩამესმი...

ნისლისფერ სიზმრებად აღვიქვქავ სამყაროს
მინდა,რომ ფიქრები ოცნებით გავყარო
დაღლილი ღიმილით,ოცნებით დაღლილი
მხოლოდ ერთადერთი მთვარე სადარაჯოს,
მამხნევებს ფიქრები უნისლო კითხვებით
ისედაც დაღლილი უსიტყვო დღეებით
გათიშულ სამყაროს წამებში ვერთვები
შეგრძნება ერთი მაქვს, სურვილი მეორე
მესამე სიცხადე,მეოთხე აზრები
ისე ჩამოვყევი თანრიგით ლაგებას
გონება საერთოდ სულ სხვაგან გამებნა.
სიზმარი მიტყუებს,გათიშვის სურვილით
ხომ არ შეიძლება ეს იყოს მუდმივი?!
არა და ურიცხვი კითხვებით ვკამათობ
წამსვე სიმარტოვის ახლოს,რომ ვთამაშობ.
პეიზაჟს მომწყდარი ნატურმორტს ვუყურებ
არასრულ დასაწყისს, ოცნების სათავეს
ღია მოგონებებს,მსუბუქ ამოსუნთქვას
მხიარულ ნოტებზე საოცარ დამუხტვას
შვებით ჩახუტებას,უთბილეს შეგრძნებებს
შენი ყველა ქუჩის და მთების უბეებს
ვუყურებ მარტივით, სადღაც მელანდება
შენი უსასრულოდ ლამაზი ღვთაება
გაშლილი მარაოდ ხეების ტოტები,
გაზაფხულს დამსკდარი დიდრონი ყლორტები.
სიყვარულს გაჩუქებ, ვფიცავარ  სიცოცხლეს
გპირდები გაზაფხულს,ვიშორებ სიშორეს.
ისევ შენი ყოფნით ფიქრებს მილამაზებ
სითბოს რომ ჩამიღვრი,არსად რომ არ აბნევ.
მოგროვილ კალათად, შეკრულ თაიგულად
მოგიტან ყველაფერს, სინაზით გაჩუქებ
მხოლოდ შენი ყოფნით,მხოლოდ შენზე შფოთვით
ერთადერთი ლოცვით ისევ დავიძინებ
ისევ დაიწყება ხვალიდან იგივე...
მე ისევ იგივეს, იგივეს ვიფიქრებ...
02:30 კვირა,
30 მარტი 2014 წელი, 
მოსკოვი

Комментариев нет:

Отправить комментарий